logo
ENG



ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", გამოკითხვაზე დაიბარეს

08 ივლ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 
9js99irimdzc8tz.jpg

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ავთანდილ ბილანიშვილი კადრებში იდენტიფიცირებული არ არის და ის საგამოძებო უწყებაში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამ დრომდე უცნობი ვიდეო ჩანაწერები გაავრცელეს.

ჩანაწერებში, ჩანს რომ „ტოიტადან“ გადმოსულ გურამ ამირხანაშვილს ხვდება თეთრ პერანგში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მთავარი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდის აკაკი ბილანიშვილის შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწროა.“

ვიდეოკადრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


close დახურვა